მერაბიშვილმა მოსამართლეს უსინდისო უწოდა

  თბილისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ პროცესზე პროკურორებისა და მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.
დაცვის მხარემ გიორგი გოგინაშვილის აცილების შუამდგომლობა იმ მოტივით დააყენა, რომ სწორედ ამ მოსამართლემ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მერაბიშვილმა მოსამართლეს მიმართა, რომ ის არის სიმბოლო უსინდისო და უსირცხვილო მოსამართლისა, რის გამოც გიორგი გოგინაშვილმა მას კორექტულობისკენ მოუწოდა.
სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილმა განცხადებაც გააკეთა.
მოსამართლემ მას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა, კორექტულობისა და წესების დამორჩილებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.
„ეს წლები ჩაეწერება, როგორც შავი ისტორია, და ჩვენ გვყავს სამარცხვინო ხალხი“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
მერაბიშვილმა საქმეში მონაწილე ერთ-ერთ პროკურორს ჯარჯი წიკლაურს მიმართა და განაცხადა, რომ წიკლაური ადეიშვილის ფავორიტი იყო და მას მოწინავე პროკურორად ზრდიდა.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევასა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ასევე ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების ეპიზოდზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს აქვთ წაყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები