“ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყანაში რადიკალების ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოდის”, – წერს პაპუაშვილი.