ირანში, საპროტესტო აქციების დროს, ყოფილი ჩემპიონი ბოდიბილდერი მოკლეს

ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Hengaw-ის ცნობით, პარასკევს, ირანის ჩრდილო-დასავლეთით, გილანის პროვინციის ქალაქ რეშტში გამართული საპროტესტო აქციების დროს, ყოფილი ჩემპიონი ბოდიბილდერი და მწვრთნელი მეჰდი ზატპარვარი მოკლეს,- ამის შესახებ “სიენენი” წერს.

ფიტნესისა და ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, 39 წლის სპორტსმენი ორგზის მსოფლიო კლასიკური ბოდიბილდინგის ჩემპიონი იყო. ის ცნობილი ბოდიბილდინგის მწვრთნელისა და ყოფილი ჩემპიონის, მაჯიდ ზატპარვარის ვაჟი იყო და ვარჯიში ადრეული ასაკიდანვე მამამისის სპორტდარბაზში დაიწყო.

ზატპარვარმა თავის ბოლო Instagram პოსტში დაწერა: „ჩვენ მხოლოდ ჩვენი უფლებები გვინდა, ხმა, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში იხშობოდა, უნდა ამაღლდეს“.

როგორც მედია აღნიშნავს, მეჰდი ზატპარვარის მკვლელობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ მძიმე უფლებადაცვით მდგომარეობას და უსაფრთხოების ძალების მიერ პროტესტების ჩახშობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები