“ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან ჩვენი ემოციების მიმართ; ხშირად მშვიდი მშობელი ყველაზე ძლიერი დახმარებაა” – პედიატრი

“ნევროტიულობა ბავშვებში არ არის დაავადება.
ეს არის ნერვული სისტემის ფუნქციური, დროებითი რეაქცია სტრესზე, გადაღლაზე, ემოციურ დატვირთვაზე ან გარემოს ცვლილებაზე”, – ამის შესახებ პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პედიატრი განმარტავს, როგორ ვლინდება ნევროტიულობა.

“ძვირფასო მშობლებო, ნევროლოგების კომპეტენციაა ეს საკითხი, მაგრამ ჩვენც ხშირად ვხვდებით ამ ჩივილებს და რეფერალს ვახდენთ ნევროლოგთან საჭიროებისამებრ!!!
ნევროტიულობა ბავშვებში არ არის დაავადება, ეს არის ნერვული სისტემის ფუნქციური, დროებითი რეაქცია სტრესზე, გადაღლაზე, ემოციურ დატვირთვაზე ან გარემოს ცვლილებაზე.
ბავშვის ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდება და როცა „ზედმეტი დაგროვდება“, ის ამას ქცევითა და ემოციებით გვაჩვენებს.

როგორ ვლინდება ნევროტიულობა?
ყველაზე ხშირად ვხვდებით:

ადვილად გაღიზიანებას
ემოციურ ლაბილობას (უცებ ტირილი, წყენა)
შფოთვას, შიშებს
ძილის გაძნელებას
მუცლის ან თავის ტკივილის ჩივილებს მიზეზის გარეშე
ჩვევით მოძრაობებს (ფრჩხილების კვნეტა, ტიკები)

ბავშვის ინტელექტი და განვითარება ნორმის ფარგლებშია

ხშირი კითხვები მშობლებისგან
ეს ნევროლოგიური დაავადებაა?
არა. უმეტეს შემთხვევაში ეს არის დროებითი ფუნქციური მდგომარეობა, რომელიც სწორი მიდგომით რეგულირდება

წამალი აუცილებელია?
ყოველთვის არა… მკურნალობა იწყება რეჟიმით, ძილის მოწესრიგებით, ეკრანთან ურთიერთობის შემცირებით და მშვიდი გარემოს შექმნით. წამალი მხოლოდ საჭიროებისას ინიშნება ნევროლოგის შეფასების შემდეგ.

მაგნიუმი და B6 მართლა ეხმარება?

სწორ შემთხვევებში — კი. ისინი ამცირებენ ნერვული სისტემის ჰიპერრეაქტიულობას და ეხმარებიან ძილსა და ემოციურ სტაბილურობას.

მცენარეული საშუალებები უსაფრთხოა?

თუ ასაკისთვის სწორად არის შერჩეული — შეიძლება.
მაგრამ „მცენარეული“ არ ნიშნავს თვითნებურად მისაცემას.

რამდენ ხანში ველოდოთ გაუმჯობესებას?

ხშირად პირველი ცვლილებები ჩანს 1–2 კვირაში, სრული დასტაბილურება — რამდენიმე კვირაში.

როდის არის საჭირო სპეციალისტთან მიმართვა?
თუ სიმპტომები ძლიერდება, არ უმჯობესდება რეჟიმის მოწესრიგების შემდეგ რამდენიმე კვირაში ან კიდევ უფრო ირღვევა ბავშვის ყოველდღიური
ქცევა… ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან ჩვენი ემოციების მიმართ.
ხშირად მშვიდი მშობელი ყველაზე ძლიერი დახმარებაა.

ნევროტიულობა უმეტესად გადის — სწორი მიდგომით, მოთმინებით და სიყვარულით”, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები