“ევრობიუროკრატია აუცილებლად დასრულდება, როდესაც ევროპის სახელმწიფოების საზოგადოებები თავიანთ ეროვნულ ხელისუფლებებს აირჩევენ” – გურამ მაჭარაშვილი

“განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას პირდაპირ კლავს დღევანდელი ლიბერალური წარმომადგენლობა და სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ ბუნებრივია, რობერტ ფიცოს ყოველთვის ექნება და სწორად ექნება შეფასებები ევრობიუროკრატიის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

ის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ბრიუსელს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეცვლისკენ მოუწოდა.

“რაც შეეხება, კონკრეტულად, კალასის გადადგომას – რა თქმა უნდა, დიდი ხანია აღარ უნდა იყოს იმ თანამდებობაზე, სადაც არის, იმის შემდგომ, რაც არაერთი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა მასთან დაკავშირებით, თქვა, რომ დააბრალა ადამიანებს ცრუ ინფორმაცია და ა.შ. აქ ერთი მომენტია – კალასი წავა, კალასი 2 მოვა – ეს არის მოცემულობა. მთავარია ის, რომ ევრობიუროკრატია აუცილებლად დასრულდება, როდესაც ევროპის სახელმწიფოების საზოგადოებები თავიანთ ეროვნულ ხელისუფლებებს აირჩევენ და მერე შეიცვლება ევრობიუროკრატიაში ის ვითარება, რომ ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს დაუწყებენ მსახურს და არა “დიფ სთეითს”, – ამბობს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები