“ნაცმოძრაობას“ აღსასრულის პროცესი უდგას – ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, მე მგონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს” – მაჭარაშვილი
“ნაცმოძრაობას“ აღსასრულის პროცესი უდგას – ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, მე მგონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერებიც აღარ ჰყავს.
„ერთი რამ გარანტირებულად შემიძლია, გითხრათ, რომ ჩემი კანდიდატურა ნამდვილად არ იქნება იქ განხილული. დანარჩენი ჩვენ არ გვადარდებს და არც დანარჩენ საქართველოს. ძალიან კარგად ვიცით, რა პროცესები მიდის „ნაცმოძრაობაში“. სამართლებრივი თვალსაზრისით, აღსასრულის პროცესი უდგათ. არა მარტო სამართლებრივი, პრაქტიკულადაც უკვე მათ მხარდაჭერები აღარ ჰყავთ. ახლა უკვე ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, მე მგონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.