გერმანიის იუსტიციის მინისტრი: საქართველოს იუსტიციის მინისტრი დიდი ღირსების მქონე ადამიანია, ჩვენ უფრო ვამყარებთ მჭიდრო მეგობრობას საქართველოსა და გერმანიას შორის

„გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის პროცესში“, – ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სასიამოვნო იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა. ის დიდი ღირსების მქონე ადამიანია. ჩვენ უფრო ვამყარებთ მჭიდრო მეგობრობას საქართველოსა და გერმანიას შორის. მოხარული ვარ, მხარი დავუჭირო თქვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის პროცესში და ძალზედ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს პროცესი ძალიან კარგ დასასრულამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა მარკო ბუშმანმა.

შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. პარტნიორობა უფრო ინტენსიური გახდება სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში; გერმანელი ექსპერტები კი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში ჩაერთვებიან.

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში მიიწვია.

ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებს შორის შეხვედრა პრაღაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები