რატი იონათამიშვილი: ყველა იმ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც 12 პუნქტის შესრულებისთვის გვაქვს აღებული, შევასრულებთ
“ყველა იმ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც 12 პუნქტის შესრულებისთვის გვაქვს აღებული, შევასრულებთ ზუსტად იმ ვადებში, რაზეც თავის დროზე „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი პროაქტიურ სამუშაო პროცესს გააგრძელებს.
„ფაქტობრივად, ევროკომისიამ დაადასტურა იგივე, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ არ შეიძლება ცაიტნოტური ვადის დაწესება სახელმწიფოსთვის და, ზოგადად, მსგავსი პრეცედენტების შექმნა. მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძობთ პროაქტიურ სამუშაო პროცესს და ყველა იმ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც 12 პუნქტის შესრულებისთვის გვაქვს აღებული შევასრულებთ ზუსტად იმ ვადებში, რაზეც თავის დროზე „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.