ვახტანგ ჯაოშვილი საქართველოს მოქალაქეებს აფრიკაში გამგზავრებისგან თავშეკავებას ურჩევს
საქართველოს ელჩი ეთიოპიაში ვახტანგ ჯაოშვილი ებოლას ვირუსის გავრცელების გამო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.
როგორც დღეს ჯაოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ებოლას ვირუსი დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ძალიან სწრაფად ვრცელდება.
“სამწუხაროდ, 90%-ში მკურნალობა არაეფექტურია. გამოცხადდა კარანტინის ზონები. ბევრმა ქვეყანამ უკვე დახურა სკოლები. სხვადასხვა ქვეყნებში ამოწმებენ დასავლეთ აფრიკიდან ჩასულ ბავშვებს. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ განსაკუთრებული საჭიროების არქონის შემთხვევაში არ ეწვივნენ ამ ქვეყნებს, განსაკუთრებით – სერა-ლეონეს, გვინეას და ლიბერიას”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ ჯაოშვილმა.