რატი იონათამიშვილი: ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ ძალებმა, რომლებიც დღეს არა მხოლოდ ივანიშვილის ან „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობენ საერთაშორისო ასპარეზზე
„ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ ძალებმა, რომლებიც დღეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ან „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობენ საერთაშორისო ასპარეზზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
“ნამდვილად დანაშაულია, როდესაც არგუმენტები არ გაქვს და ცდილობენ, საზოგადოებას თავს საკუთარი დესტრუქციული დღის წესრიგი მოახვიონ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.