დავით ნარმანია: თბილისის მერიას ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მოუწევს

  თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მერიას ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა აუცილებლად მოუწევს. მისი თქმით, ბიუჯეტის ცვლილებები საჭიროა, რათა წლის ბოლომდე გარკვეული პროექტები არ გაჩერდეს.
“თბილისის ბიუჯეტის რევიზია აუცილებელია. ძალიან დიდ ნაწილში და ბევრ მუხლში ბიუჯეტი ამოწურულია და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიას ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა და დამატებითი სახსრების მოძიება, ერთი მუხლიდან მეორეში გადატანა აუცილებლად მოუწევს, რათა წლის ბოლომდე, ავად თუ კარგად, თავი გავიტანოთ, რომ მომდევნო წლიდან სერიოზულად დავიწყოთ მუშაობა”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები