ლარი გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0066 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9156 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9327 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0171 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.