იუსტიციის მინისტრის მოადგილე: გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები