რატი იონათამიშვილი – მარკეტა გრეგოროვას განცხადებაზე: მსგავსი განცხადებები ერთადერთი, ვის ინტერესშიც შეიძლება, იყოს, ეს არის რუსეთი და რადიკალური ოპოზიცია
ეს ძალიან უსამართლო განცხადებაა, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ისეთი განცხადება კეთდება, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვას განცხადება.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ერთადერთი, ვის ინტერესშიც შეიძლება, იყოს, ეს არის რუსეთი და რადიკალური ოპოზიცია.
“მსგავსი განცხადებები ერთადერთი, ვის ინტერესშიც შეიძლება, იყოს, ეს არის რუსეთი და რადიკალური ოპოზიცია, ძალიან უსამართლო განცხადებაა, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ისეთი განცხადება კეთდება, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია.
„ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელმაც ყველაზე ქმედითი ნაბიჯები გადადგა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ვინც განსაკუთრებით წინ წაიყვანა ჩვენი ქვეყანა ნატო-სთან ინტეგრაციის თვალსაზრისით და ჩვენ გვაქვს დღეს ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, ასევე მივიღეთ ევროკავშირის პერსპექტივა. ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო არის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უფრო მეტი ნატო და ევროკავშირი იყოს საქართველოში,“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, რადგან პროევროპული ხელისუფლება ჰყავს, რაც ვერ დაინახეს საქართველოს შემთხვევაში.