საქართველოში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა
საქართველოში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა. როგორც “კვირას” სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან 9 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.