კარლოვი –  ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო ქართველ მსახიობებს გადაეცათ

კარლოვი –  ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმში „ჩემი ოთახი” შესრულებული როლისთვის – საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო გადაეცათ – თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„მორიგი ქართული წარმატება კარლოვი –  ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმში „ჩემი ოთახი” შესრულებული როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო გადაეცათ – თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს.
ქართველი მსახიობები კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ბენისიო დელ ტორომ დააჯილდოვა.
ეროვნული კინოცენტრი ულოცავს ქართველ კინემატოგრაფისტებს ამ საერთაშორისო აღიარებას“! – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები