აზერბაიჯანის საბაჟომ საქართველოს შემოსავლების სამსახურს წერილი გამოუგზავნა
როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, რომ აზერბაიჯანის მიერ დაწესებული რეგულაციები მანქანებთან დაკავშირებით უფრო გასაგები გახდეს.
„ჩვენ მივიღეთ წერილი, რომელიც აზერბაიჯანის საბაჟომ ჩვენი შემოსავლების სამსახურს გამოუგზავნა. იქ არის გაფრთხილება. ჩვენი შემოსავლების სამსახურმა დავალება მიიღო, რომ საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა უფრო ნათელი გახდეს ის რეგულაციები, რომლის შემოღებასაც აზერბაიჯანი აპირებს“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.