შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო სექტორი „კარწახი“ გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ახალციხეში სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მე-2 სამმართველოს მე-6 სექტორ ,,კარწახის“ შენობა საზეიმოდ გახსნეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გახსნის ცერემონიაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ მინისტრმა სტუმრებთან ერთად საქართველო-თურქეთის საზღვარზე მშენებარე სასაზღვრო – გამტარი პუნქტი ,,კარწახი“ დაათვალიერა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კიდევ 10 სექტორის მშენებლობა წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.