ვატო შაქარიშვილი: დღეს მედიამენეჯერებად გვევლინებიან ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს დამნაშავეები იყვნენ

ეს არ არის ერთი, ცალკე აღებული შემთხვევა, ეს არის მთელი ამ ნაცზონდერ მედიის საქმიანობის ხელწერა – მათ მედიაშიც გადაიტანეს ის სტილი, რითაც 9 წლის განმავლობაში მართავდნენ ამ ქვეყანას. დღეს მედიამენეჯერებად გვევლინებიან ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს დამნაშავეები იყვნენ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აი ია“-ს დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ისინი 24/7-ზე, ყოველდღიურად აშანტაჟებენ ადამიანებს, ცილს სწამებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, აგინებენ, ავრცელებენ ტყუილ ამბებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული ასე ვთქვათ, დაუსჯელობის სინდრომიდან გამომდინარე მივიდნენ იმ ეტაპზე, რომ ადამიანებს აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით და ამ ინფორმაციას ავრცელებენ ღიად. ამ პრობლემის წინაშე შესაძლოა იდგეს უამრავი ადამიანი“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები