შალვა პაპუაშვილი Credis Suisse-ზე: როდესაც ამხელა ავანტიურაზე მიდის ბანკი და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად შვეიცარული საბანკო სისტემის სანდოობას, ეს რატომ უნდა უღირდეს, ძალიან რთული განსასაზღვრია
როდესაც ამხელა ავანტიურაზე მიდის ბანკი და ამხელა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად შვეიცარიული საბანკო სისტემის სანდოობას, ეს რატომ უნდა უღირდეს და რატომ უნდა აკეთებდეს ძალიან რთული განსასაზღვრია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში Credis Suisse-ზე საუბრისას განაცხადა.
„Credis Suisse-ის მოქმედებაში შეიძლება არის მცდელობა, რომ გარკვეული საბაბი ეძებოს, რომ დავა, რომელიც არსებობს მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, გარკვეულწილად ამითი იმართლოს თავი და გარკვეული ქმედებები არ განახორციელოს. შვეიცარია, თუ რამით არის ცნობილი, მათ შორის არის საბანკო სისტემის სანდოობა და ეს რატომ უნდა უღირდეთ და რატომ უნდა აკეთებდნენ, ეს რთული განსასაზღვრია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ განცხადება გაავრცელა, სადაც Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებული ვალდებულებების უხეშ დარღვევებზეა საუბარი.