ირაკლი ქადაგიშვილი: რატომ უნდა ვენდოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რა ნდობას იმსახურებს? – იმის გამო, რომ ვერ მოიგეს 2020 წლის არჩევნები, ყოვლად უტიფრად დაიწყეს ქვეყნის რყევა

„რატომ უნდა ვენდოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რა ნდობას იმსახურებს? ან ის ნაწილი რადიკალური ოპოზიციისა, რომელიც ამ ფლანგზეა. მითხარით ერთი მიზეზი, რატომ უნდა ვენდოთ მათ? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნას.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ოპოზიციამ ვერ მოიგო 2020 წლის არჩევნები, ყოვლად უტიფრად დაიწყო ქვეყნის რყევა, მათ შორის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, ვინც გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები და ამით უნდოდათ რევოლუციის მოხდენა.

„რატომ უნდა ვენდოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რა ნდობას იმსახურებს? ან ის ნაწილი რადიკალური ოპოზიციისა, რომელიც ამ ფლანგზეა. მითხარით ერთი მიზეზი, რატომ უნდა ვენდოთ მათ? იმის გამო, რომ ვერ მოიგეს 2020 წლის არჩევნები, ამ ხალხმა ყოვლად უტიფრად დაიწყო ქვეყნის რყევა, მათ შორის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, ვინც გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები და ამით უნდოდათ რევოლუციის მოხდენა, ეს ის პარტიაა და ის გარემოცვაა. ქვეყანა რომ საბოტაჟიდან გამოგვეყვანა, ყველა დათმობაზე წავედით. რა არის შარლ მიშელის დოკუმენტი? გამარჯვებული ხელისუფლების დათმობები „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. 100 დღის განმავლობაში ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ხელი არ მოაწერა, რატომ არ მოაწერა, კითხვა არ ისმის? ხომ ყველაფერი მათ სასიკეთოდ იყო. იმიტომ, რომ ეს ნიშნავდა, რომ რევოლუციურ სცენარს ვეღარ განახორციელებდნენ.

რა იყო სააკაშვილის შემოპარვის მიზანი საქართველოში? ციხეში მოხვედრა, მკურნალობის კურსის გავლა თუ რა? ქვეყნის არევა არჩევნების წინ. რატომ ვივიწყებთ იმას, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ეს ნეგატივი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები