ირაკლი ზარქუა: უსამშობლო ადამიანების რაიმე კატეგორია თუ არსებობს, ასეთია ალბათ არახამია, რომელიც ქართველებს რუსულად გველაპარაკება, ოკუპანტის ენაზე
“თუ უსამშობლო ადამიანების რაიმე კატეგორია არსებობს, ასეთია ალბათ არახამია, რომელიც ქართველებს რუსულად გველაპარაკება, ოკუპანტის ენაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერზე დავით არახამიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არახამია “ნაცაქტივისტია”.
„მისი პატრიოტიზმის ვის სჯერა? საგარეო მიმართულებით ის არის “ნაცაქტივისტი”, რომლის ინტერესია, ეს ქვეყანა რამენაირად ომში იყოს ჩართული და რევოლუცია გამოვიდეს, რომ შემდეგ მათი ბელადი, პატიმარი სააკაშვილი გადატრიალებით ხელისუფლებაში მოვიდეს”,- აღნიშნა ზარქუამ.