„ზესტაფონი-ქუთაისის” მონაკვეთის გაზსადენის მშენებლობის 81% შესრულებულია

   მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის “ზესტაფონი-ქუთაისის” 700 მმ დიამეტრის 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესი გრძელდება. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, სამშენებლო სამუშაოების 81% უკვე შესრულებულია. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია არსებული 500მმ დიამეტრის დაზიანებული მილების, ასევე მდინარეებისა და ხევების პრობლემური გადაკვეთების გამოცვლის აუცილებლობამ განაპირობა.
“ზესტაფონი-ქუთაისის” მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება და მას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს. “ზესტაფონი-ქუთაისის” 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 4 496 765,47 აშშ დოლარია. მშენებლობისთვის საჭირო მილებისა და სხვა მასალების შესყიდვა ცალკე კონტრაქტის ფარგლებში 2014 წლის დასაწყისში მოხდა. მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის “ზესტაფონი-ქუთაისის” 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს “საქმილსადენმშენი” ახორციელებს.
სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები