CNN: ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ხელი მოაწეროს განკარგულებას განათლების სამინისტროს დაშლასთან დაკავშირებით.
თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა მოამზადეს აღმასრულებელი ბრძანება, რომლის ადრესატიც განათლების მინისტრი ლინდა მაკმაჰონია. აღნიშნული დოკუმენტით პრეზიდენტი მინისტრს დეპარტამენტის დემონტაჟის პროცესის დაწყებას ავალებს.
გარდა ამისა, განათლების სამინისტროს სრულად გაუქმებას კონგრესის მხრიდან დადასტურება დასჭირდება.