Politico: ტრამპის მთავარი მოკავშირეები ზელენსკის უკრაინელ ოპონენტებთან ფარულ მოლაპარაკებებს მართავენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი აძლიერებს ზელენსკის ზეწოლას, რომ გადადგეს, მისი კონკურენტები ტრამპის გუნდს ესაუბრებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის გუნდის ოთხი წევრი უკრაინის ოპოზიციის ლიდერს, იულია ტიმოშენკოს და ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გუნდის წევრებს შეხვდნენ.

გამოცემა წერს, რომ მხარეებმა განიხილეს, შეიძლება თუ არა უკრაინაში სწრაფად საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

აღსანიშნავია, რომ ტიმოშენკო და პოროშენკო საჯაროდ ეწინააღმდეგებოდნენ არჩევნების ჩატარებას საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე, ისევე როგორც კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.

„ტრამპის თანაშემწეები დარწმუნებულები არიან, რომ ზელენსკი ომით გამოწვეული დაღლილობისა და მზარდ კორუფციასთან დაკავშირებული საზოგადოების უკმაყოფილების გამო ნებისმიერ არჩევნებში დამარცხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ბანაკს შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ არჩევნები ჩაძირავს ზელენსკის, ის მაინც მასიურად უფრო პოპულარულია ვიდრე ტიმოშენკო და პოროშენკო.“, – წერს გამოცემა.

როგორც Politico წერს, ზელენსკის გამოკითხვის რეიტინგი წლების განმავლობაში იკლებდა, თუმცა გასულ კვირას, ოვალურ კაბინეტში ტრამპთან უსიამოვნო საუბრის შემდეგ გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები