აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, გააუქმოს დროებითი იურიდიული სტატუსი დაახლოებით 240,000 უკრაინელისთვის, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ რუსეთთან ომის შედეგად,- ამის შესახებ “როიტერს” განუცხადა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა და ამ საკითხზე ინფორმირებულმა სამმა წყარომ.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უკრაინელებისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევა, რომელიც, სავარაუდოდ, აპრილში მოხდება, ტრამპის ადმინისტრაციის დიდი გეგმის ნაწილია და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას ეხება.
ტრამპი აპირებს საერთო ჯამში 1,8 მილიონ მიგრანტს, რომლებსაც ჯო ბაიდენის მმართველობის დროს ამერიკაში შესვლის ნებართვა მისცეს, ლტოლვილის სტატუსი ჩამოართვას.
მედიის ცნობით, ბაიდენის პროგრამები იყო უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რათა შეექმნა დროებითი ლეგალური გზები არალეგალური იმიგრაციის აღკვეთისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად.
თეთრი სახლი და უკრაინის საელჩო ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.