პუტინი: ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ მშვიდდებიან და სურთ ნაპოლეონის დროში დაბრუნება, მაგრამ ავიწყდებათ, როგორ დასრულდა ეს

მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ნაპოლეონის დროში დაბრუნება, მაგრამ ავიწყდებათ, როგორ დასრულდა ეს ისტორიული მოვლენა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვინც ვერ მშვიდდება, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ნაპოლეონის დროში დაბრუნება და ავიწყდებათ, როგორ დასრულდა ეს“, – თქვა პუტინმა.

კრემლის ლიდერი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, იგი მზად არის ფრანგული ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესახებ დისკუსია გახსნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები