ამერიკული მედია: აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები 12 მარტს საუდის არაბეთში შეხვედრას გამართავენ

Axios-ი და Fox News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინისა და შეერთებული შტატების დელეგაციები ოთხშაბათს, 12 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში შეხვედრას გამართავენ.

როგორც Fox News-ი იუწყება, ამერიკულ მხარეს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი წარმოადგენენ, უკრაინას კი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ამერიკული დელეგაცია ერ-რიადში სამშაბათს გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები