ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიაში „M&I VIP Connect Europe 2022“ საქმიანი ტურიზმის წამყვან ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიაში, მადეირას რეგიონში „M&I VIP Connect Europe 2022“ საქმიანი ტურიზმის წამყვან ფორუმში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფორუმს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფორუმის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა. მოეწყო 30-ზე მეტი საქმიანი შეხვედრა სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან: იტალიიდან, საფრანგეთიდან, სკანდინავიის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და სხვა.