იაგო ხვიჩია: ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ თვითონ არ იცის, რა უნდა

ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ თვითონ არ იცის, რა უნდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას შეუძლია არ მიიღოს მონაწილეობა ხელისუფლების გეგმაზე მუშაობაში, თუმცა რეალური პრობლემა იმაშია, რომ მას ამ გადაწყვეტილების დამასაბუთებელი არგუმენტები არ აქვს.

„როდესაც ამბობ, რომ ხელისუფლების გეგმაში არ მონაწილეობ, აუცილებლად უნდა გქონდეს სათქმელი შენ რა პროცესს სთავაზობ საზოგადოებას. შეიძლება არ მონაწილეობდე ხელისუფლების პროცესში ევროპისკენ სვლის მიმართულებით, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ამბობდე: „იმიტომ არ ვმონაწილეობ, რომ მე ეს გეგმა მაქვს და ეს ორი გეგმა ერთმანეთს ეწინააღმდეგება“. ჩემი აზრით, ის, რომ ოპოზიცია ამას ვერ ამბობს, მისი მთავარი პრობლემაა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები