რატი იონათამიშვილი – მაიკლ მაკფოლის განცხადებაზე: სანქციებზე საუბრისას ნებისმიერ სუბიექტს აქვს ვალდებულება, არგუმენტებიც მოიშველიოს – არგუმენტების გარეშე მსგავსი განცხადებები ფასდება, როგორც უპასუხისმგებლო განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი – რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის განცხადებას ,,უპასუხისმგებლო,, უწოდა.

მისი თქმით, ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც სანქციებზე ლაპარაკობს, აქვს ვალდებულება, შესაბამისი არგუმენტებიც მოიშველიოს.

“ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც სანქციებზე ლაპარაკობს, ვალდებულება აქვს, რომ შესაბამისი არგუმენტებიც მოიშველიოს. როცა ამას არ აკეთებს, მსგავს აქტორებს ეს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ. ამიტომ, თითოეულმა მათგანმა უნდა გაათვითცნობიეროს ჭორაობის მხარეს უნდა ყოფნა, თუ სხვა ამოცანები აქვს. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი, შესაბამისად, არგუმენტების გარეშე მსგავსი განცხადებები უპასუხისმგებლო განცხადებად ფასდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, მაიკლ მაკფოლიმ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფი საქართველოდან და ბელარუსიდან გარკვეული პირების დასანქცირების საკითხზე მსჯელობას დაიწყებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები