მთარგმნელ დალი იაშვილს საფრანგეთის მთავრობამ შევალიეს (კავალერის) წოდება მიანიჭა

მთარგმნელ დალი იაშვილს საფრანგეთის მთავრობამ შევალიეს (კავალერის) წოდება მიანიჭა, – ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
ეს წოდება მას მიენიჭა საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის.
მწერალთა სახლი ულოცავს ქალბატონ დალი იაშვილს ამ აღიარებას და დასძენს, რომ დალი იაშვილთან, როგორც მთარგმნელთან, მწერალთა სახლი მრავალი წლის განმავლობაში არაერთი მთარგმნელობითი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები