აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების შედეგად, 40-მდე დარღვევა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ინსპექტორები იღებენ პრეპარატების ნიმუშებსაც.

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, აღებულია აგროქიმიკატების და პესტიციდების 190-მდე ნიმუში. წლის ბოლომდე, დაგეგმილია 380 ნიმუშის აღება.

ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა 40-მდე დარღვევა – ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, მარკირების წესისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა და სხვა, რაზეც სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

უხარისხო, ვადაგასული და ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიზნით, ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები