რუსეთიდან მიღებული შემოსავლების ნაწილით, ელენე ხოშტარიას ოჯახმა სოფელ ორბეთში მიწის ნაკვეთი შეიძინა

რუსეთიდან მიღებული შემოსავლების ნაწილით, „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახმა სოფელ ორბეთში მიწის ნაკვეთი შეიძინა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს.

მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ხოშტარიების ოჯახმა 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფელ ორბეთში გუშინ შეიძინეს.

ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ უძრავ ქონებაში, რომლის მესაკუთრეც ელენე ხოშტარიას დედაა, 30 000 დოლარია გადახდილი.

ცნობისთვის, 16 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას წევრის ანგარიშზე, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და სახელმწიფო თეატრებიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები