რასმუსენი რუსეთს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტების გაღვივებაში ადანაშაულებს

  ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტების გაღვივებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან „ფაინეშელ თაიმსთან“ საუბრისას განაცხადა. რასმუსენის თქმით, საბჭოთა კავშირის შემდეგ ალიანსი ცდილობდა კარგი ურთიერთობები დაემყარებინა მოსკოვთან, ამ ყველაფერზე რუსეთის პასუხი კი იყო კანონების უგელებელყოფა, კონფლიქტების გაღვივება მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში და სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევა.
ფრანგულ ფამოცემა „მონსენთნ“ საუბრისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა დიდი ბრიტანეთში დაგეგმილ სამიტზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს იქნება გარდამტეხი წელი ნატოსთვის, რადგან წევრი ქვეყნები მოქმედების გეგმას შეიმუშავებენ, რაც მსიფლიოს შეცვლისკენ იქნება მიმართული. მისი თქმით, ნატოს სამხედრო ძალები გაფართოვდება და ალაიანსი ნებისმიერ გამოწვევაზე დროულ რეაგირებას მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები