ამბასადორიალის ფარგლებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

  თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში დღეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ელჩებს გააცნობენ საკუთარ მოსაზრებებს საქართველოში მიმდინარე საშინაო პოლიტიკისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე.
აღნიშნულ სამუშაო პანელს ასევე დაესწრებიან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. ღონისძიების მონაწილეები მოისმენენ ექსპერტების მოსაზრებებს საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები