შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

   შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც „ევრო 4“ (EURO 4) სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას შესაბამის ანგარიშზე შეიტანს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 30%-დან 40%-მდე საგარანტიო თანხას. აღნიშნული თანხა მას მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შემდეგ დაუბრუნდება. ამასთან ერთად, კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა აზერბაიჯანის მოქალაქის წერილობითი თანხმობა, რომლითაც იგი იღებს პასუხისმგებლობას ევრო 4-ის სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=UM-nAkpzle” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები