საქართველოს პროკურატურა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პროკურატურა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს!

ამერიკის შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პროკურატურის რეფორმირების და განვითარების პროცესში. აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით და მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურაში ბევრი წარმატებული პროექტი ხორციელდება, მათ შორის – თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მხარდაჭერა და სხვა. საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნას გამოთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები