კახა კალაძე: მინდა, აბიტურიენტებს წარმატება გისურვოთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გითხრათ, რომ მთავარი საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა.

“მინდა, აბიტურიენტებს წარმატება გისურვოთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გითხრათ, რომ მთავარი საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა. ბევრი აბიტურიენტისთვის ეს გამოცდები ახალი ცხოვრების, ახალი გამოცდილებების, მეგობრებისა და პროფესიის შეძენის შესაძლებლობაა. იმედი მაქვს, თითოეულ თქვენგანს დაგიფასდებათ გაწეული შრომა და წარმატებებს მიაღწევთ. თქვენ, განათლებული და საკუთარი საქმის პროფესიონალი ახალგაზრდები ამ ქვეყნის მომავალი ხართ!”, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები