შალვა პაპუაშვილი: მინდა, ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო – ჩვენს ქვეყანას სჭირდება საკუთარი პროფესიის მცოდნე და შრომისმოყვარე მომავალი
მინდა, ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, – ამ სიტყვებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს მიმართა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
მისი თქმით, ჩვენს ქვეყანას კი სჭირდება საკუთარი პროფესიის მცოდნე და შრომისმოყვარე მომავალი.
„ცოდნა ყველაზე ძლიერი იარაღია. ჩვენს ქვეყანას კი სჭირდება საკუთარი პროფესიის მცოდნე და შრომისმოყვარე მომავალი. ვუერთდები თქვენს ოჯახებს და მეგობრებს, რომლებიც დღეს თქვენ გგულშემატკივრობენ. წარმატებები! წინ მნიშვნელოვანი და საინტერესო ცხოვრება იწყება!“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.