ავსტრალიის სანაპიროსთან სატვირთო გემი იძირება – ბორტზე 21 ადამიანი იმყოფება

ავსტრალიაში, სიდნეის სანაპიროსთან სატვირთო გემი იძირება, რომლის ბორტზეც 21 ადამიანი იმყოფება.

ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი – 9News პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნულია, რომ გემი ძლიერი ტალღების დროს სიდნეის სამხრეთით სამეფო ეროვნული პარკის წყლებში გაიჭედა. ის სანაპიროდან, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მანძილზეა გაჩერებული.

როგორც ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციის წარმომადგენელმა თქვა, “ბორტზე ეკიპაჟის 21 წევრია და მათი გემიდან ჰაერით ამოყვანის იდეაც გაჟღერდა. ვესაუბრე ავსტრალიის საზღვაო უსაფრთხოების ორგანოს, რომელმაც თქვა, რომ ამ დროისთვის ამის გაკეთება სახიფათოა, სამაშველო ოპერაცია გადაიდო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები