ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინას ეწვევა
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი 7 აგვისტოს უკრაინას ეწვევა – ამის შესახებ ინფორმაციას “უნიანი“ ავრცელებს. როგორც „უნიანთან” ინტერვიუში ნატოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა განაცხადა, რასმუსენის ვიზიტი უელსის სამიტს უკავშირდება, რომელიც 4-5 სექტემბერს გაიმართება. აღნიშნული სამიტის ფარგლებში დაგეგმილია უკრაინა-ნატოს კომისიის სხდომა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის დონეზე გაიმართება. ელჩის განმარტებით, რასმუსენი უკრაინის პირველ პირებს შეხვდება, რომლის დროსაც მოხდება სამიტზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა გაცვლა. დოლგოვის თმით, ალიანსის გენერალური მდივანი მოისმენს უკრაინის ნატოსთან თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ მოსაზრებებს. ელჩის ინფორმაციით, ანდერს ფოგ რასმუსენის უკრაინაში ვიზიტი სულ რამდენიმე საათს გასტანს.