ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-11 კილომეტრზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე სტიქიის შედეგად, უხვი ნალექის ნაკადმა გამოიწვია საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.