ნორვეგიის ელჩი საქართველოში: მადლობა შსს-ს და ყველა პოლიციელს

ნორვეგიის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ჰელენე სანდ ანდერსენი, ტვიტერის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა პოლიციელს მადლობას უხდის.

„ვულოცავ „თბილისი პრაიდს“ შესანიშნავ კვირეულს თბილისში! სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა ფესტივალზე საქართველოში. მადლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა პოლიციელს კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, ხალხის უსაფრთხოების დაცვისთვის. ეს ადამიანის უფლებების გამარჯვებაა“, – წერს ჰელენე სანდ ანდერსენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები