რან გიდორი: ვულოცავ შსს-ს სამაგალითოდ შესრულებულ სამუშაოს
ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, პრაიდ კვირეულის ფარგლებში ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის განხორციელებულ სამუშაოებს სამაგალითოს უწოდებს და ტვიტერის გვერდზე პოზიტიურ პოსტს აქვეყნებს.
„ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაგალითოდ შესრულებულ სამუშაოს პრაიდის კვირეულის ღონისძიებებზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის მიმართულებით. აქ იყო ზედმიწევნითი დაგეგმვის, დიალოგის და შეუპოვარი ლიდერობის ნაზავი, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობისა და მრავალფეროვნების ღირებულებების ეფექტურად დასაცავად”,- წერს გიდორი.
