იანუკოვიჩი ევროკავშირისაგან უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას და სანქციების მოხსნას ითხოვს
ლუქსემბურგში ევროკავშირის ოფიციალურმა პორტალმა, ევროკავშირის სასამართლოზე ვიქტორ იანუკოვიჩის გაგზავნილი სარჩელი გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ იანუკოვიჩი ევროკავშირს სთხოვს, რომ მან აღიაროს, როგორც თანამდებობიდან უკანონოდ გადაყენებული პირი. იანუკოვიჩი ასევე ითხოვს მის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმებას, მათ შორის ევროპის ბანკებში გაყინულ ფულად სახსრებზე ინკასოს მოხსნას, ევროკავშირის ქვეყნებში მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას. სარჩელში ვიქტორ იანუკოვიჩი აპროტესტებს იმ ფაქტსაც, რომ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებებში ის მოხსენიებულია, როგორც ექს-პრეზიდენტი და საკუთარ თავს უკრაინის ლეგიტიმურ და დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს, ხოლო ახლანდელ ხელისუფლებას უკანონოს უწოდებს. იანუკოვიჩის აზრით, მის წინააღმდეგ სანქციები უკრაინის ევროინტეგრაციაზე უარის თქმის გამო და „დროებითი რეჟიმის“ დასახმარებლად დაწესდა. პორტალის ინფორმაციის თანახმად, იანუკოვიჩის სარჩელი ევროკავშირში 2014 წლის 14 მაისს შევიდა.
მომზადებულია : izvestia.ru-ს მასალებზე დაყრდნობით