იური ნოზაძე მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის, ბიზნესტექნოლოგიების და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების, ასევე „იტერ ვიტის საქართველოსა“ და მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა  და უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.

„მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოს წამყვანი დარგია. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“ მნიშვნელოვანია მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გამოცდილების გაზიარების, ახალი კონტაქტების დამყარებისა და სამეცნიერო მიმართულებით საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს  ქართული ვაზისა და ღვინის კულტურისა თუ ენოგასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციას“, – განაცხადა იური ნოზაძემ.

კონფერენციას ღვინის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ასევე, იტალიის, ესპანეთის და ისრაელის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს, მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოსა და ისრაელის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები