მახარაძე, ვარდოსანიძე, ფალავანდიშვილი – შსს-მ ჰომოფობიურ აქციაზე 26 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე 26 პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, 26-ვე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან „ალტ-ინფოს“ ლიდერები – ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, ასევე ბექა ვარდოსანიძე და  მამა-შვილი – გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ წელს “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, ღირსების მარში არ გაიმართა და კვირეულთან დაკავშირებული ღონისძიებები დახურულ ფორმატში დაანონსდა, მოძალადეები ისევ იმუქრებოდნენ. ამის გამო, 27 ივნისს ზურა მახარაძე და კოკა მორგოშია პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სამივე ღონისძიებაზე მონაწილეთა უსაფრთხოებას დაიცავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები