დავით ზალკალიანი: მოხარული ვარ, რომ ამერიკელ და უკრაინელ მეგობრებთან ერთად შევძელით რუსეთის აგრესიის შედეგად დაშავებული ნატალია სტეპანენკოსა და მისი შვილის დახმარება

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ეხმიანება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულები ნატალია და იანა სტეპანენკო, რომლებმაც უკრაინაში აფეთქებისას კიდურები დაკარგეს, ამერიკაში რეაბილიტაციის კურსს საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით უსასყიდლოდ ჩაიტარებენ.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ამერიკელ და უკრაინელ მეგობრებთან ერთად შევძელით რუსეთის აგრესიის შედეგად დაშავებული ნატალია სტეპანენკოსა და მისი შვილის იანას დახმარება“, – წერს ზალკალიანი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები