საქართველოს პატრიარქმა ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი ცხენი აჩუქა (ვიდეო)
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თეთრი ცხენი აჩუქა- ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მონისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის მიწვევით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერმა უწმინდესის მშობლიური სოფელი მოინახულა და დღე პატრიარქთან გაატარა. მთავრობის მეთაურმა და კათოლიკოს–პატრიარქმა ერთად დაათვალიერეს ლარსის გამშვები პუნქტი და დარიალის ხეობაში ახლად გახსნილი ეკლესია მოილოცეს. დამშვიდობებისას უწმინდესმა ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი ცხენი აჩუქა”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=y-WItcbVWz8″ width=”560″ height=”315″]